mcenareTa samyaro - sadede

 

სადედე - (ინგ. Rootstock) (რუს. Прививка)

ბიოლოგია და მებაღეობა ამპელოგრაფია, ყურძნის წლიური ციკლის ციკლი, ყურძნის ნაირსახეობები, ყურძენი, საერთაშორისო ყურძნის გენომის პროგრამა, მომწიფება, ფესურა, ვენახი, ვაზივიტისი, ვაზი ვინიფერა
გარემოს მრავალფეროვნება კლიმატური კატეგორიები, ტემპერატურის დღეღამური ცვლილება, მიკროკლიმატი, რეგიონალური კლიმატის დონეები, ნიადაგის სახეობები, ტერუარი, დრენაჟი, ასპექტი, სიმაღლე (ზღვის დონიდან), ფერდობი (დაქანება).
ვენახის დარგვა ვაზის დარგვა, გავრცელება, რიგების ორიენტირება, ცხაურის მოწყობა, მევენახეობის სწავლება, მწარმოებლურობა.
ვენახის მოწყობა ბალდახინი (საფარი), ქსელი, დაავადება, ეროზიის კონტროლი, სასუქი, მოყინვისგან გამოწვეული ზიანის აცილება, მწვანე მოსავალი, მავებლების წინააღმდეგ კომპლექსური ბრძოლა, მორწყვა, კლოპოტეცი, პოტენციური მავნებელი, გასხვლა, სარეველების კონტროლი.
რთველი ბრიკსი, ფღესასწაულები, კეთილშობილი ლპ [ობა, სიმწიფე, დაძველება, ამინდი.
პარაზიტები და დაავადებები ჩიტები, შავი სიდამპლე, ტოტების ხრწნა ბორტიტისით, "მკვდარი მკლავი", ფქვილისებრი ობი, ყურძნის სიყვითლე, დიადი ფრანგული ვაზის სიდამპლე, ლეპიდოპტერა, ნემატოდები, ფილოქსერა, პირსის დაავადება, ფხვნილისებრი ობი (Uncinula necator), წითელი ობობის ტკიპა, ვაზის ფარვანა.
მიდგომები და პრობლემები ადაპტაციური მართვა, ბიოდინამიური ღვინო, კლიმატის ცვლილება, კლიმატური ცვლილებების გავლენა ღვინის პროდუქციაზე, ეკოლოგიური მართვა, ორგანული მიწათმოქმედება, მდგრადი სოფლის მეურნეობა.
იხილეთ აგრეთვე მევენახეობის ტერმინოლოგიის ლექსიკონი, ღვინის ტერმინების ლექსიკონი, მეღვინეობის ტერმინოლოგიის ლექსიკონი, ენოლოგია, ღვინო, მეღვინეობა.

 

საძირე არის მცენარის ნაწილი, ხშირად მიწისქვეშა, რომლის საშუალებითაც შეიძლება გამოვიყვანოთ ახალი მიწისზედა ნერგი. იგი შეიძლება ეკუთვნოდეს ფესვს ან მიწისქვეშა ღეროს. დამყნობაში იგი შესაბამება მცენარეს, ხანდახან მხოლოდ ძირკვს, რომელსაც უკვე გააჩნია ჯანმრთელი ფესვთა სისტემა, რომელზეც ემყნობა გადანაჭერი ან კვირტი სხვა მცენარიდან. ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიცაა ვაზი და სხვა კენკროვნები, გადანაჭერი შეიძლება გამოყენებულ იქნას საძირისთვის, ამავე დროს ფესვები ვითარდება სანერგე პირობებში გადარგვამდე. მცენარის ნაწილს, რომელიც დამყნობილია ფესვზე, ჩვეულებისამებრ სანამყენეს უწოდებენ. სანამყენე არის მცენარე, რომელსაც გააჩნია თვისება გავრცელდნენ მიწის ზემოთ და ამავე დროს მათ გაჩნიათ ფოტოსინთეზის აქტივობა და ნაყოფის გამოღების ან დეკორატიული თვისებები. საძირე არჩევენ მისი ნიადაგთან ურთიერთმოქმედებისთვის, უზრუნველყოფენ რა ფესვებს და ძირს ახალი მცენარის მხარდასაჭერად, საჭირო რაოდენობის ნიადაგის წყლისა და მინერალების მისაღებად და შსაბამის მავნებლებთან და დაავადებებთან გასამკლავებლად. რამდენიმე კვირის შემდეგ ორი სხვადასხვა ნაწილის ქსოვილი დაიწყებს ერთად ზრდას და საბოლლოდ ჩამოყალიბდება ერთი მცენარე. რამდენიმე წლის შემდეგ რთული იქნება დამყნობის ადგილის დადგენა, თუმცა პროდუქტი ყოველთვის შეიცავს ორი გენეტიკურად სხვადასხვა მცენარის კომპონენტებს.

საძირის გამოყენება ჩვეულებისამებრ აღიქმება მცენარეებისა და ხეების ნაყოფიერებასთან და სასრგებლოა ბევრი სხვა ტიპის მცენარის მასიური გამრავლებისათვის, რომლებიც ვერ მრავლდებიან საკუთარი თესლისგან, ან განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან დაავადებების მიმართ საკუთარ ფესვებზე ზრდის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ დამყნობის პრაქტიკას იყენებენ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში, თვით რომის დროსაც კი, უმრავლესი ნამყენი ბაღები გაშენებული იქნა მე-20 საუკუნეში.

საძირეების მრავალფეროვნება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ერთი სახეობისთვის ან სანამყენესთვის, იმიტომ რომ სხვადასხვა საძირე იძლევა სხვადასხვა თვისებებს, როგორიცაა ძალა, ნაყოფის ზომა და ვადამდელი განვითარება. საძირეები ასევე შესაძლებელია შეირჩეს ისიეთი თვისებების მიხედვით როგორიცაა გვალვაგამძლეობა, ფესვის მავნებლებისა და დაავადებების მიმართ რეზისტენტულობა. კომერციული თვალსაზრისით გაშენებული ვაზი ხშირად დამყნობილია საძირეზე, რათა თავიდან ავიცილოთ ფილოქსერას მიერ მიყენებული ზიანი, თუმცა მევენახეებისათვის მისაყიდად შესაძლებელია ასეთი ვაზი არ იყოს ხელმისაწვდომი.

საძირე შესაძლებელია იყოს სანამყენედან აღებული სხვა სახეობა, მაგრამ ის უნდა იყოს ახლო კავშირში მასთან. მაგალითად ბევრი კომერციული თვალსაზრისით მოყვანილი მსხალი გაზრდილია კომშის საძირეზე. დამყნობა აგრეთვე ეტაპების მიხედვით შეიძლება განხორციელდეს. ახლომონათესავე სანამყენეს ამყნობენ საძირეზე და ნაკლებადმონათესავე სანამყენეს ამყნობენ პირველ სანამყენეზე. რამდენიმე სანამყენის სერიული დამყნობა ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ისეთი ხის გამოსაყვანად, რომელიც სხვადასხვა ჯიშის ნაყოფს ისხამს ერთი და იგივე საძირიდან და წყლითა და მინერალებით ამარაგებს მთელ სისტემას. ისეთ ხეებს, რომელსაც სამზე მეტი სახეობის ნაყოფი აქვთ, "საოჯახო ხეებს" უწოდებენ.

როდესაც განსაზღვრულ ველზე ან ბაღში რთულია მცენარის ნიადაგთან შეთავსება, მებაღეებს შეუძლიათ დაამყნონ სანამყენე ისეთ საძირეზე, რომელიც შეთავსებადია ნიადაგთან. მაშინ შესაძლებელია დადგინდეს რიგი დაუმყნობელი საძირეებისა, რათა გამოჩნდეს, თუ რა პირობებია საუკეთესო მცენარის ზრდისათვის. სანამყენის ნაყოფიერების თვისებების განხილვა შესაძლებელია მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დადგინდება ყველაზე წარმატებული საძირე. საძირეების შეწავლა ფართოდ მიმდინარეობს და მათი ყიდვის შემთხვევაში მათ მოყვებათ სრული ინსტრუქცია (მახასიათებლები) მათვის იდეალური ნიადაგისა და კლიმატური პირობების შესაქმნელად. მებაღეები ადგენენ კონკრეტული ნიადაგის pH-ს, მინერალურ შემადგენლობას, ნამეტოდას (მრგვალი ჭია) პოპულაციას, მარილიანობას, წყლის არსებობის შესაძლებლობას, პათოგენურ გარემოსა და ქვიშიანობას და შეარჩევენ ისეთ საძირეს, რომელიც შესაბამება ზემოთცამოთვლილ მაჩვენებლებს. გენეტიკური ტესტირება მეტად გავრცელებული მოვლენა ხდება და მუდმივად მიმდინარეობს საძირეების ახალი ჯიშების გამოყვანა.

AxR1 წარმოადგენს ყურძნის ნამყენს, რომელიც ერთ დროს ხშირად გამოიყენებოდა კალიფორნიის მევენახეობაში. მისი სახელი არის აბრევიატურა "არამონ რუპესტრის განზინი No. 1" ("Aramon Rupestris Ganzin No. 1"), რომელიც თავის მხრივ წარმიშვა მისი წარმომავლობიდან: შეჯვარება (განზინად წოდებული, ფრანგული ყურძნის ჰიბრიდი) არამონის, ევროპული ვაზისა და რუპესტირის, ამერიკული, Vitis rupestris-ის სახელით ცნობილი ვაზის სახებებს შორის. Vitis rupestris ასევე ცნობილია როგორც საძირე "Rupestris St. George" ან "St. George", რაც შესაბამება პატარა ქალაქის სახელს სამხრეთ საფრანგეთში - სენ ჟორჟ დ'ორქი (Saint Georges d'Orques) - სადაც ეს ჯიში იყო პოპულარული.

კალიფორნიაში იგი განსაკუთრებულ დონეზე ცნობილი გახდა, მას შემდეგ რაც ათწლეულების მანძილზე გაწეული რეკომენდაციების გამო იგი იქცა პრივილეგირებულ საძირედ, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა ხშირად აფრთხილებდნენ მისი მგრძნობიარობის შესახებ (მან ვერ გაამართლა ევროპაში მე-20 საუკუნის დასაწყისში), იგი საბოლოოდ დაამარცხა ფილოქსერამ 1980-იან წლებში, რის გამოც საჭირო გახდა მათი გადარგვა ნაპასა და სონომაში, რასაც კატასტროფული ფინანსური შედეგები მოჰყვა.

უმრავლესობა დღვანდელი ყურძნის საძირეებისა იყო და არის ტეხასიდან შემოტანილი. ისინი აღებულ იქნენ ადგილობრივი ველური ვაზიდან Vitis mustangensis, რომელიც მთელს ტეხასში ხარობს. ამ საძირემ ასევე გადაარჩინა ფრანგული ვაზის ინდუსტრია მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ფილოქსერამ გაანადგურა ევროპის ვენახები.

ვაშლის საძირე

ვაშლის საძირეები გამოიყენება ვაშლის ხეებისათვის და ხშირად გადამწყვეტ ფაქტორს თამაშობენ ხის ზომაში, რომელიცხ დამყნილია ფესვზე. ჯუჯა, ნახევრადჯუჯა, ნახევრადსტანდარტული და სტანდარტული - ესენი არის ფესვების ზომების ორიენტირი, რომელიც გაიზრდება, თუმცა სტანდარტად მიიჩნევა ყველაზე დიდი და ჯუჯა, რომელიც ყველაზე მცირეა ზომაში. მსოფლიოში ვაშლის წარმოებაში უმეტესად გამოიყენება ჯუჯა საძირეები რათა გაზარდონ ეფექტურობა, სიმჭიდროვე და მოსავლიანობა ყოველ აკრზე. ქვემოთ მოყვანილია იმ ჯუჯა საძირეების სია, რომლებიც დღესდღეობით ფართოდ გამოიყენებიან ვაშლის მოყვანაში.

საძირე Malling 9 წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ და ცნობილ ჯუჯა საძირეს. ეს საძირე უნდა დაირგოს კარგად დრენირებად ნაკვეთზე და საჭიროებს დაპალოებას მთელი თავისი არსებობის მანძილზე. ეს საძირე ასევე ძალიან მგრძნობიარეა გუდაფშუტისა (ბაქტერიული დამწვრობა) და კოჟრების მიმართ. უამრავი კლონი შეიქმნა ამ საძირეზე, მათ შორისაა M.9 NAKB 337, M.9EMLA და M.9. Pajam.

Malling 26-ის საძირე გაიზრდება მეტად დიდი ხე, ვიდრე M9 საძირე და დაახლოებით 40-50%-ით მეტი იქნება ზომაში, ვიდრე სტანდარტული ხე. ეს ფესვი ითვლება ძალიან პროდუქტიულად და ადრეული ნაყოფით და საჭიროებს დაპალოებას მისი ცხოვრების პირველ წლებში.

Malling 7 საძირე ცოტათი დიდია, ვიდრე M26 საძირე და ასევე საჭიროებს დაპალოებას პირველ წლებში ცენტრალური ტოტის ჩამოსაყალიბებლად. ეს საძირე შედარების მგრძნობიარეა ლპობისა და ხრწნის მიმართ. ხილის ზომა, რომელსაც M7 იღებს კარგია, მაგრამ ისეთი დიდი არ არის, როგორც M26 ან M9 საძირისა. ეს საძირე ძალიან მგრძნობიარეა ფესვიდან ამონაყარისა და გადახრის მიმართ მისი ცხოვრების გვიან წლებში, რაც ძალიან შემაწუხებელია და მწარმოებელს უქმნის პრობლემებს.

საძირე Malling 111 ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი საძირეა რომელიც დღესდღობით გამოიყენება კომერციულ მებაღეობაში და იგი სტანდართული ხის 80-90%-ს წარმოადგენს. როგორც წესი ის ზამთარგამძლეა და მას უჩნდება რამდენიმე კოჟრი და ფესვის წანაზარდი. ეს საძირე ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე ადრე იყო, რადგან ბევრი კომერციული მეწარმე ახლა რგავს მაღალი სიმჭიდროვის ბაღებს, რის საშუალებასაც M111 არ იძლევა.

საძირე Malling 106 ცოტათი უფრო პატარაა, ვიდრე M111, მაგრამ ძალიან პროდუქტიული ხეა და ამასთანავე ადრეულად მსხმოიარეა. ეს გადასარევი საძირეა რომლის გამოყენებაც შეიძლება სხვადასხვა ნიადაგის პირობებში, რადგან ის ძალიან გამძლეა და საკმაოდ ძლიერია. ეს საძირე უნდა დაირგოს კარგად ამომშრალ ნიადაგში, რამდენადაც იგი მგრძნობიარეა ლპობისკენ.

იხილეთ აგრეთვე

ყურძნის ღვინოების გავრცელება Propagation of grapevines
ხილის ხეების გავრცელება Fruit tree propagation
ვაშლის ფესურა Apple rootstocks
ალუბლის ფესურა Cherry rootstocks
მსხლის ფესურა  Pear rootstocks
ქლიავის ფესურა Plum rootstocks
ციტრუსის ფესურა  Citrus rootstock